მატჩის პირველ ნახევარში "ლურჯი ხარების" შერკინებამ აშკარად დაჩაგრა მასპინძელთა, ჰემილთონელთა მორკინალები და, შესაბამისად, შესვენებაზე რვაქულიანი უპირატესობით წავიდა - 16:8.
სტუმრებმა ერთადერთი ლელო შესანიშნავი, მრავალფაზიანი შეტევის შედეგად გაიტანეს. მორკინალების მოკლე დარტყმების შემდეგ ცხრა ნომერმა ფრანუსა ჰუგარმა ბურთი მარცხნივ გრძელ ფრთაზე გაიტანა, სადაც გარემარბი ბიორნ ბესონი შესანიშნავად გაისარჯა და ჩათვლის მოედანში შეაღწია.
შესვენების შემდეგ პრეტორიელები ანგარიშში უპირატესობას 61-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ - 22:21.
მასპინძლებმა თამაშის ტემპს უმატეს და 68-ე
დამრტყმელების ორთაბრძოლაში მასპინძელთა მგეზავ აარონ კრადენს, რომელმაც გუნდს 13 ქულა შესძინა (2 გარდასახვა და 3 საჯარიმო), სამხრეთაფრიკელმა მორნი სტეინმა აჯობა. მის ანგარიშზე 17 ქულაა (4 საჯარიმო, თითო არეკნი და გარდასახვა).
B ჯგუფის მესამეადგილოსანმა დანიდინის "ჰაილენდერზმა" სტუმრად დაამარცხა აუტსაიდერი, ოქლენდის "ბლუზი" - 27:20 და პლეი ოფში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა. დანიდინელებმა მატჩის 60 წუთი შესანიშნავად ჩაატარეს და 21 ქულის სხვაობით იგებდნენ - 27:6.
დასკვნით 20 წუთში ოქლენდელები საგრძნობლად გააქტიურდნენ, თუმცა მხოლოდ ანგარიშის 7 ქულამდე შემცირება შეძლეს.
ამავე ჯგუფის მეოთხეადგილოსანმა ველინგტონის "ჰარიკენზმა" შინ დაამარცხა "მელბურნ რებლზი" - 66:24.
საგულისხმოა, რომ მელბურნელები მე-16 წუთამდე იგებდნენ - 10:8. ამის შემდეგ ველინგტონელებმა ლელოების ფოიერვერკი მოაწყვეს - მეტოქეს 9 ლელო გაუტანეს. აქედან სამი გარემარბის, ჯულიან სავეას ანგარიშზეა, ორ-ორი კი ფულბეკმა ანდრე ტეილორმა და გარემარბმა ალაპატი ლეიუამ მიითვალეს.
მგეზავმა ბოდენ ბარეტმა 9 გარდასახვა და 1 საჯარიმო გაიტანა (21 ქულა).
B ჯგუფი
ჩიფსი-ბლუ ბულზი 28:22, ჰარიკენზი-მელბურნ რებლზი 66:24, ბლუზი-ჰაილენდერზი 20:27.
სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიფსი - 53 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 46, 3. ჰაილენდერზი - 44, 4. ჰარიკენზი - 40, 5. ბლუზი - 17.
XV ტური
კრუსეიდერზი-ჰაილენდერზი, ბლუზი-ჩიფსი
* * *
A ჯგუფის ლიდერების, კანბერას "ბრამბიზისა" და ზე რაგბის შარშანდელი გამარჯვებულის, ბრისბენის "რედსის" დაპირისპირება, როგორც მოსალოდნელი იყო, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა.
"წითლებმა" მატჩის მინიმალური სხვაობით მოგება შეძლო - 13:12. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბრისბენელებს გაუმართლათ, რადგან მატჩის ბოლო წამებზე მასპინძელთა მგეზავმა ზაკ ჰოლმსმა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო ვერ გაიტანა.
ამავე ჯგუფში აუტსაიდერმა პერთის "ფორსმა" შინ დაამარცხა C ჯგუფის აუტსაიდერი იოჰანესბურგის "ლაიონზი" - 17:11. ამ მატჩის შედეგმა სატურნირო ცხრილში გუნდების მდგომარეობაზე გავლენა არ იქონია.
A ჯგუფი
ბრამბიზი-რედსი 12:13, ფორსი-ლაიონზი 17:11.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრამბიზი - 45 ქულა, 2. რედსი - 40, 3. რებლზი - 29, 4. ვორათაზი - 28, 5. ფორსი - 23.
XV ტური
მელბურნ რებლზი-ბრამბიზი, ვორათაზი-ჰარიკენზი
* * *
C ჯგუფში მესამეადგილოსანმა დურბანის "ნატალ შარქსმა" გათამაშების ლიდერს, კეიპთაუნის "სტორმერზს" უმასპინძლა და 25:20 მოუგო. "ზვიგენებმა" მეტოქის ერთის საპირწონედ სამი ლელო გაიტანა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით, პლეი ოფში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.
ამავე ჯგუფის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა ბლუმფონტეინის "ჩიტაზმა" შინ მინიმალური სხვაობით დაამარცხა სიდნეის "ვორათაზი" - 35:34. აღსანიშნავია, რომ ეს ანგარიში მატჩის 58-ე წუთზე დაფიქსირდა და დარჩენილ 22 წუთში აღარ შეცვლილა.
მასპინძელთა ხუთი ლელოდან ორი გარემარბის, ვილემ ლე რუს ანგარიშზეა. სტუმართაგან ამდენივე ლელო გაიტანა მეორეხაზელმა სიტაკელი ტიმანიმ.
C ჯგუფი
ჩიტაზი-ვორათაზი 35:34, ნატალ შარქსი-სტორმერზი 25:20.
სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 50 ქულა, 2. ბლუ ბულზი - 48, 3. ნატალ შარქსი - 45, 4. ჩიტაზი - 32, 5. ლაიონზი - 15.
XV ტური
ლაიონზი-ნატალ შარქსი, ბლუ ბულზი-სტორმერზი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"