ვილი გენიამ პირველი ჯილდო ირგუნა

AutoSharing Option

ბრისბენის "რედსისა" და "ვოლაბების" მგეზავმა ვილი გენიამ კარიერაში პირველი ჯილდო მიიღო. ქომაგების გამოკითხვით ის ზე 14-ის წლევანდელი გათამაშების საუკეთესო ავსტრალიელ მორაგბედ დაასახელეს. დაჯილდოების ცერემონიალი ამ დღეებში ბრისბენში, "ოტელ სოფიტელში" გაიმართება.
გენიამ გამოკითხვაში 209 ქულა დააგროვა და თანაგუნდელ ქუადე კუპერს 32 ქულით გაუსწრო. მესამე-მეოთხე ადგილიები 141-141 ქულით ბენ დეილიმ და საია ფაინგაამ გაიყვეს.
გამოკითხვის შედეგები
1. ვილი გენია - 209 ქულა, 2. ქუადე კუპერი - 177, 3. ბენ დეილი - 141, 4. საია ფაინგაამ - 141, 5. დენიელ ბრეიდი - 134,
6. ენტონი ფაინგაა - 121, 7. სკოტ ჰიგინბოტამი - 104, 8. დიგბი იოანი - 101, 9. ლორი ვიკსი - 81, 10. რობერტ საიმონსი - 49.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული