ზე რაგბი. პლეი ოფი: ვინ მოიგებს ნახევარფინალის საგზურს?

AutoSharing Option
ზე რაგბი გათამაშებაში ბოლო ეტაპი დაიწყო. რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პირდაპირ ნახევარფინალში თამაშის უფელბა ჰემილთონის "ჩიფსმა" და კეიპთაუნის "სტორმერზმა" მოიპოვეს.

ნახევარფინალის შესარჩევ ტურნირში კი ბრისბენის "რედსი", დურბანის "ნატალ შარქსი", პრეტორიის "ბლუ ბულზი" და ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი" იასპარეზებენ.

* * *
ბრისბენის "რედსი", რომელიც შარშანდელი გათამაშების გამარჯვებულია, 21 ივლისს საკუთარ მოედანზე დურბანის "ნატალ შარქსს" შეხვდება.

ბრისბენელებმა წლევანდელ ტურნირში ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყეს, რადგან ტრავმების გამო ლიდერები, ცხრა ნომერი ვილი გენია და მგეზავი ქუადე კუპერი დააკლდათ. ხოლო მას შემდეგ, რაც ეს მოთამაშეები გამოჯანმრთელდნენ, "წითლებმა"
თამაშს უმატეს. თუმცა პლეი ოფში გასასვლელად დიდი ჯაფა დაადგათ და ბოლო ტურში ფორტუნამაც გადმოხედათ.

ერთი სიტყვით, "რედსი" პლეი ოფში გასვლას კანბერას "ბრამბიზს" უნდა უმადლოდეს, რომელმაც ბოლო ტურში შინ წააგო ოქლენდის "ბლუზთან" და საუკეთესო ექვსეულის მიღმა დარჩა.

"წითლების" ქომაგთა სამწუხაროდ, ამჯერადაც ტრავმირებულია და "ზვიგენებს" ვერ დაუპირისპირდება ქუადე კუპერი. ამდენად, ახლა ყველაფერი გენიას "ვაჟკაცობაზეა" დამოკიდებული.

დანაკლისი აქვს "ნატალ შარქსსაც", რომლის შემადგენლობაშიც ასევე ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ მგეზავი პატ ლამბიე და შუამარბი ფრანუსა სტეინი. პირველს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოზიციაზე ფრანგი ლეგიონერი ფრედერიკ მიშალაკი შეცვლის, რომელიც ზე რაგბის გათამაშების დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ "ზვიგენებს" აქამდე პლეი ოფში ათჯერ უთამაშიათ და გამარჯვებას სამჯერ მიაღწიეს, ისიც მხოლოდ ნახევარფინალის შესარჩევ სტადიაზე. დურბანელებმა ამ ეტაპზე შარშანაც ითამაშეს და ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზთან" დამარცხდნენ.

რედსი-ნატალ შარქსი
რედსი: 15. ლუკ მორანი, 14. დომ შიპერლი, 13. ანტონი ფაინგაა, 12. მაიკ ჰარისი, 11. დიგბი იოანი, 10. ბენ ლუკასი, 9. სკოტ ჰიგინბოთამი. 1. გრეგ ჰოლმსი, 2. საია ფაინგაა, 3. ჯეიმზ ჰისლიპი, 4. რობ საიმონსი, 5. ადამ ვოლესი, 6. ჯეკ შაცი, 7. ლიამ გილი, 8. სკოტ ჰიგინბოთამი.
16. ჯეიმზ ჰენსონი, 17. ბენ დეილი, 18. რადეკი სამო, 19. ჯერად ბატლერი, 20. ბო რობინსონი, 21. ნიკ ფრისბი, 22. ბენ ტაპუაი.

ნატალ შარქსი: 15. ლუის ლუდიკი, 14. ჯეი პი პიტერსენი, 13. პაულ ჯორდანი, 12. ტიმ ვაითჰიდი, 11. ლუაზი მვოვო, 10. ფედერიკ მიშალაკი, 9. კარლ მაკლოიდი. 1. ტენდაი მთავარირა, 2. ბისმარკ დუ პლესი, 3. იანი დუ პლესი, 4. ვილიამ ალბერტსი, 5. ენტონი ბრესლერი, 6. კიგან დენიელი, 7. მარსელ კუცია, 8. რაიან კანკოვსკი.
16. კრეიგ ბაურდენი, 17. ვინან ჰერბცი, 18. სტივენ საიქსი, 19. ჟაკ ბოთა, 20. კობუს რეინა, 21. მეიერ ბოსმანი, 22. ოდვა ნდუნგანე.

* * *
კიდევ უფრო მეტ ინტერესს იწვევს დაპირისპირება ნახევარფინალის შესარჩევი ეტაპის მეორე წყვილში. აქ ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი
ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი" შინ ბოლო წლების უპირობო ფავორიტ "ბლუ ბულზს" მიიღებს.

შედარებისთვის "კრუსეიდერზი" ზე რაგბის ჩემპიონი შვიდჯერ იყო, პრეტორიელები კი ამ ტიტულს სამჯერ ფლობდნენ. ქრაისთჩერჩული კლუბის წარმატებები პირდაპირ კავშირშია მსოფლიოს რაგბის ლეგენდასთან, მესამეხაელ რიჩი მაქოასთან. ამ გუნდის წარმატებები წარმოუდგენელია მგეზავის და მთავარი მექულის, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბის, დენ კარტერის გარეშე.

სერთო ჯამში კი, "კრუსეიდერზი" ერთ მუშტად შეკრული, კარგად აწყობილი სარაგბო "ბულდოზერია", რომელიც ყველა დაბრკოლებას აცამტვერებს, რაც გზაზე ხვდება. აღსანიშნავია, რომ ქრაისთჩერჩელებს დასკვნით ეტაპზე შინ არასდროს წაუგიათ. რეგულარულ გათამაშებაში კი ამ გუნდის ძლევა 12 წლის წინ "ბრამბიზმა" შეძლო.

"ბლუ ბულზს" დიდი ჯაფა დაადგება მეტოქის ეს შესანიშნავი ტრადიცია რომ დაარღვიოს. პრეტორიელები ბოლო წლებში ყველაზე მძლავრ, ეფექტურ რაგბის თამაშობენ, რის გამოც ეს გუნდი ზე რაგბის ფლაგმანად გადაიქცა. "ლურჯი ხარების" სული და გული, მგეზავი მორნი სტეინია, რომელიც კარში ნებისმიერი მდგომარეობიდან ზუსტად ურტყამს. რიჩი მაქოას განეიტრალებას, კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მესამეხაზელი (#8) პიერ სპისი შეეცდება.

ბუქმეკერბი ფიქრობენ, რომ მატჩს მასპინძლები მინიმუმ 12 ქულის სხვაობით მოიგებენ, რასაც, ცხადია, პრეტორიელები არ ეთანხმებიან.

"არ არსებობს გუნდი, რომელიც მეორეს თამაშამდე რამეთი ჯობია. ყველაფერი მოედანზე წყდება. ვინ უფრო უკეთ შეძლებს მეტოქის შევიწროებას, წარმატებასაც ის მიაღწევს.

კარგად გვესმის, რომ ეს შეხვედრა ჩვენთვის სეზონში უმნიშვნელოვანესია. გამარჯვებული, ადვილი შესაძლებელია, საბოლოოდ ტიტულის მფლობელიც გახდეს.

ჩვენ თამაშში გარკვეული კოქრექტივები შევიტანეთ და დარწმუნებულნი ვართ, თუ ყველაფერი ისე გამოგვივა, როგორც დავგეგმეთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ", - თქვა "ბლუ ბულზის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანც ლუდეკმა, რომლის ხელმძღვანელობითაც პრეტორიელებმა ზე რაგბის გათამაშება 2009 და 2010 წლებში მოიგეს.

კრუსეიდერზი-ბლუ ბულზი
კრუსეიდერზი: 15. იზრაელ დაგი, 14. ადამ ვაითლოქი, 13. რობი ფრუნი, 12. რაიან კროტი, 11. ზაც გილფორდი, 10. დენ კარტერი, 9. ენდი ელისი. 1. ვუაით კრიკეტი, 2. ქორი ფლინი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ლუკ რომანო, 5. სამუელ ვაითლოქი, 6. ჯორჯ ვაითლოქი, 7. მეთ ტოდი, 8. რიჩი მაქოა.
16. ქუენტინ მაკდონალდი, 17. ბენ ფრენქსი, 18. ტომ დონელი, 19. ლუკ ვაითლოქი, 20. ვილი ჰეინცი, 21. ტომ ტეილორი, 22. შონ მეთ;ენდი.

ბლუ ბულზი: 15. ზან კირხნერი, 14. აკონა ნდუნგანე, 13. ჯეი ჯეი ენგელბერტი, 12. ვინანდ ულიფიე, 11. ბიორნ ბესონი, 10. მორნი სტეინი, 9. ფრანსუა ჰუგარი. 1. დენ გრეილინგი, 2. ჩილობოი რელეპელე, 3. ვერნერ კრუხერი, 4. ფლიპ ფან დერ მერვე, 5. ივანედრ კრუხერი, 6. დიუვალ პოთხიტერი, 7. ჟაკ პოთხიტერი, 8. პიერ სპისი.
16. ვილი ვიპენერი, 17. ფრიკ კირსტენი, 18. დეონ სტიგმანი, 19. ვილემ სტენკამპი, 20. იანო ვერმაკი, 21. ლუის ფუშე, 22. ფრანსუა ვენტერი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული