ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა, ბრისბენის "რედსმა" შინ წააგო დურბანის "ნატალ შარქსთან" - 17:30. ხოლო ზე რაგბის გათამაშების ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზმა" საკუთარ მოედანზე ბოლო წლების პრინციპულ მეტოქეს, პრეტორიის "ბლუ ბულზს" მოუგო - 28:13.
ქრაისთჩერჩელებმა შეხვედრა უაღრესად ყურადღებით, მაქსიმალურად მობილიზებულებმა წარმართეს. მასპინძლები, "ბლუ ბულზისაგან" განსხვავებით, იშვიათად ცდებოდნენ. პრეტორიელებს ტაიმნახევარი თითქმის არაფერი გამოსდიოდათ. ძლიერი მხარე, მძლავრი შერკინება "ჯვაროსნებმა" სწრაფი და, რაც მთავარია, გამართული თამაშის წყალობით მთლიანად გაანეიტრალეს.
სამხრეთაფრიკულ გუნდს სტუმრად "კრუსეიდერზისთვის" არასდროს
წინდაწინ უნდა ითქვას, რომ "ჯვაროსნების" მგეზავი მატჩში საუკეთესო იყო. მან გუნდს 23 ქულა მოუტანა (ექვსი საჯარიმო, ერთი გარდასახვა და ერთი არეკნი). 24-ე წუთზე ქრაისთჩერჩელთა გარემარბმა ზაკ გილფორდმა ლელო მიითვალა და მასპინძლები 13 ქულით დაწინაურდნენ - 13:0. პრეტორიელებმა მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს ერთი საჯარიმოს გატანა, თუმცა "ბლუ ბულზის" მგეზავის, მორნი სტეინის ზუსტ დარტყმას კარტერმა ასევე ზუსტი საჯარიმოთი უპასუხა - 16:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
მეორე ნახევარში სტუმრებმა თამაშის ტემპს უმატეს, თუმცა უპირატესობის მოპოვება მხოლოდ მე-60 წუთის შემდეგ შეძლეს, მაშინ, როცა ანგარიშში სხვაობა 19 ქულა იყო. კარტერმა მონაგარს კიდევ ორი ზუსტი საჯარიმო შემატა - 22:3.
"ბლუ ბულზმა" მალე მოლის დაყენება მოახერხა და დიუვალ პოთხიტერმა 62-ე წუთზე ლელო გაიტანა, სტეინმა ვერ გარდასახა - 8:22. სამაგიეროდ, კარტერმა ისევ ორი საჯარიმო უწია მიზანს და მატჩის მიწურულს სტუმართა შუამარბის, ვინანდ ულიფიეს ლელოს აღარაფრის შეცვლა შეეძლო - 13:28.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე, როგორც უკვე ვთქვით, დენ კარტერი იყო, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვეულებისამებრ, შესანიშნავად ირჯებოდა "კრუსეიდერზის" კაპიტანი რიჩი მაქოა. მან დაამტკიცა, რომ ისევ ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბეა პლანეტაზე.
"კრუსეიდერზი" ნახევარფინალურ შეხვედრას სტუმრად, ჰემილთონში გამართავს ერთი კვირის თავზე. "ჯვაროსნების" მეტოქე "ჩიფსი" იქნება, რომელმაც რეგულარული გათამაშება მე-2 ადგილზე დაასრულა.
ნახევარფინალის შესარჩევ მეორე მატჩში გამარჯვება სტუმრებს დარჩათ. დურბანის "ნატალ შარქსმა" ბრისბენის "რედსს" ტიტული დაათმობინა. მგეზავის, ქუადე კუპერის არყოფნა "წითლებს" ძალიან დაეტყოთ. "ზვიგენებმა" ინიციატივა თავიდანვე ხელთ იგდეს და 23-ე წუთისთვის 17:0-ს იგებდნენ.
ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა მდგომარეობის ოდნავ გამოკეთება შეძლეს და ანგარიშში სხვაობა ათ ქულამდე შეამცირეს - 10:20. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
"ნატალ შარქსმა" მეორე ტაიმის დასაწყისშივე მონაგარს კიდევ ათი ქულა შესძინა - 30:10. შესანიშნავად გაისარჯა დურბანელების ფრანგი ლეგიონერი ფრედერიკ მიშალაკი, რომელმაც სამი გარდასახვა, ორი საჯარიმო და ერთი არეკნი გაიტანა (15 ქულა). მასპინძლებმა მატჩის გადასარჩენად ყველაფერი იღონეს, თუმცა მხოლოდ ანგარიშის 13 ქულამდე შემცირება შეძლეს - 17:30.
"ნატალ შარქსის" მეტოქე ნახევარფინალში კეიპთაუნის "სტორმერზი" იქნება. ერთი კვირის თავზე დურბანელები სტუმრად ითამაშებენ.
რედსი-ნატალ შარქსი 17:30
რედსი: 15. ლუკ მორანი, 14. დომ შიპერლი, 13. ანტონი ფაინგაა, 12. მაიკ ჰარისი, 11. დიგბი იოანი, 10. ბენ ლუკასი, 9. სკოტ ჰიგინბოთამი. 1. გრეგ ჰოლმსი, 2. საია ფაინგაა, 3. ჯეიმზ ჰისლიპი, 4. რობ საიმონსი, 5. ადამ ვოლესი, 6. ჯეკ შაცი, 7. ლიამ გილი, 8. სკოტ ჰიგინბოთამი.
16. ჯეიმზ ჰენსონი, 17. ბენ დეილი, 18. რადეკი სამო, 19. ჯერად ბატლერი, 20. ბო რობინსონი, 21. ნიკ ფრისბი, 22. ბენ ტაპუაი.
2ლ: გენია, სამო. 2გ,ს: ჰარისი
ნატალ შარქსი: 15. ლუის ლუდიკი, 14. ჯეი პი პიტერსენი, 13. პაულ ჯორდანი, 12. ტიმ ვაითჰიდი, 11. ლუაზი მვოვო, 10. ფედერიკ მიშალაკი, 9. კარლ მაკლოიდი. 1. ტენდაი მთავარირა, 2. ბისმარკ დუ პლესი, 3. იანი დუ პლესი, 4. ვილიამ ალბერტსი, 5. ენტონი ბრესლერი, 6. კიგან დენიელი, 7. მარსელ კუცია, 8. რაიან კანკოვსკი.
16. კრეიგ ბაურდენი, 17. ვინან ჰერბცი, 18. სტივენ საიქსი, 19. ჟაკ ბოთა, 20. კობუს რეინა, 21. მეიერ ბოსმანი, 22. ოდვა ნდუნგანე.
3ლ: პიტერსენი, იორდანი, მაკლოიდი. 3გ,2ს,ა: მიშალაკი.
კრუსეიდერზი-ბლუ ბულზი 28:13
კრუსეიდერზი: 15. იზრაელ დაგი, 14. ადამ ვაითლოქი, 13. რობი ფრუნი, 12. რაიან კროტი, 11. ზაკ გილფორდი, 10. დენ კარტერი, 9. ენდი ელისი. 1. ვუაით კრიკეტი, 2. ქორი ფლინი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ლუკ რომანო, 5. სამუელ ვაითლოქი, 6. ჯორჯ ვაითლოქი, 7. მეთ ტოდი, 8. რიჩი მაქოა.
16. ქუენტინ მაკდონალდი, 17. ბენ ფრენქსი, 18. ტომ დონელი, 19. ლუკ ვაითლოქი, 20. ვილი ჰეინცი, 21. ტომ ტეილორი, 22. შონ მეთ;ენდი.
ლ: გილფორდი. 6ს,გ,ა: კარტერი.
ბლუ ბულზი: 15. ზან კირხნერი, 14. აკონა ნდუნგანე, 13. ჯეი ჯეი ენგელბერტი, 12. ვინანდ ულიფიე, 11. ბიორნ ბესონი, 10. მორნი სტეინი, 9. ფრანსუა ჰუგარი. 1. დენ გრეილინგი, 2. ჩილობოი რელეპელე, 3. ვერნერ კრუხერი, 4. ფლიპ ფან დერ მერვე, 5. ივანედრ კრუხერი, 6. დიუვალ პოთხიტერი, 7. ჟაკ პოთხიტერი, 8. პიერ სპისი.
16. ვილი ვიპენერი, 17. ფრიკ კირსტენი, 18. დეონ სტიგმანი, 19. ვილემ სტენკამპი, 20. იანო ვერმაკი, 21. ლუის ფუშე, 22. ფრანსუა ვენტერი.
2ლ: პოთხითერი, ულიფიე. ს: სტეინი.
ნახევარფინალი
სტორმერზი-ნატალ შარქსი
ჩიფსი-კრუსეიდერზი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"