შარშანდელი ჩემპიონი ჰემილთონის "ჩიფსი" ფინალში, შინ მიიღებს ავსტრალიის კონფერენციის გამარჯვებულ კანებრის "ბრამბიზს".
მსოფლიოს სარაგბო სამყარო ახლა ამ დაპირისპირების მოლოდინშია. ყველას აინტერესებს, შეძლებს თუ არა ახალზელანდიური გუნდი ტიტულის შენარჩუნებას.
გამარჯვების შემთხვევაში, "ჩიფსი" მეოთხე გუნდი იქნება ზე რაგბის ისტორიაში, რომელიც ზედიზედ ორჯერ იპირველებს.
აღსანიშნავია, რომ, ისევე როგორც შარშან, ჰემილთონელები მეტოქეზე დასაწყისშივე უპირატესობას ფლობენ, რადგან შინ, საკუთარ მოედანზე თამაშობენ თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დეივ რენის სამწყსოს ნახევარფინალში, ასევე საკუთარ მოედანზე, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზთან" მატჩის
ჰემილთონელებმა სამართლიანად დაიმსახურეს ფინალში თამაში. თავად განსაჯეთ, მათ რეგულარულ გათამაშებაში ყველაზე მეტი, 458 ქულა დააგროვეს და 50 ლელო გაიტანეს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, რა გასაკვირია, რომ ფინალში ფავორიტები მასპინძლები არიან. მით უფრო, რომ კანბერას "ბრამბის" ბოლო ათ დღეში ორჯერ მოუწია ინდოეთის ოკეანეზე გადაფრენამ.
ნახევარფინალში ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზის" ძლევის შემდეგ, "ჩიფსის" თავკაცს შემადგენლობაში ცვლილება არ განუხორციელებია.
საგულისხმოა, რომ ზე რაგბის ეს ფინალი ბოლო მატჩი იქნება "ჩიფსის" ოთხი მორაგბისთვის, ესენია: კრეიგ კლარკი, ლელია მასაგა, რიჩარდ კაჰუი და ბრენდონ ლეონარდი.
"ისინი დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ჩვენი გუნდის მთავარი დამრტყმელი მოთამაშეები. ამიტომ, ძალიან გვინდა, რომ ეს ღვაწლმოსილი მორაგბეები ღირსეულად გავაცილოთ" - თქვა მატჩის წინ ახალზელანდიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დეივ რენიმ.
"ჩიფსის" მეტოქის, კანბერას "ბრამბზის" თავკაცად ლეგენდარული სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი ჯეკ ვაითი 2011 წელს დაინიშნა. იმ სეზონში, "გაუხედნავი ცხნები" გათამაშებაში მე-13 ადგილზე გავიდნენ. ვაითმა ორ წელიწადში ეს გუნდი ფინალისტად აქცია.
შეგახსენებთ, რომ მან 2007 წელს სამხრეთ აფრიკის ნაკრებს საფრანგეთში მსოფლიოს თასი მოაპოვებინა.
კანბერელთა თავკაცმა ფინალისთვის ისევ ის 22 მორაგბე შეარჩია, რომელმაც გასულ უქმეებზე, ნახევარფინაულურ მატჩში, სტუმრად პრეტორიაში მსრიხანე "ბლუ ბულზი" დაამარცხა. ვაითი უკვე მესამე კვირაა შემადგენლობაში ერთ მოთამაშესაც არ ცვლის.
"სეზონის ამ ეტაპზე ძალიან კარგია, როცა ერთი და იმავე შემადგენლობის შენარჩუნებას ვახერხებთ.
კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ზე რაგბის წლევანდელ გათამაშებაში.
თუმცა წლეულს კიდევ ერთი თამაში გვაქვს მოსაგები, რის შემდეგაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ბიჭები გმირები არიან." - თქვა ბრამბიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯეკ ვაითმა.
აღსანიშნავია, რომ "ჩიფსის" მსგავსად "ბრამბიზის" რიგებშიც არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებიც გუნდში ბოლო შეხვედრას მართავენ. ესენია: 33 წლის მესამეხაზელი ჯორჯ სმითი და კლაიდ რეთბოუნი.
ფინალი
ჩიფსი-ბრამბიზი
ჩიფსი: 15. გარეთ ანსკომბი, 14. ლელია მასაგა, 13. ჩარლი ნგატი, 12. ენდრიუ ჰორელი, 11. ასაელი ტიკოიროტუმა, 10. აარონ კრადენი, 9. ტავერა კერ-ბარლოუ. 1. ტობი სმითი, 2. ჰიკა ელიოტი, 3. ბენ ტამეიფუნა, 4. კრეიგ კლარკი, 5. ბროდი რეტალეკი, 6. ლიამ მესამი, 7. ტანერაუ ლატიმერი, 8. მეთ ვანტ ლევენი.
16. რის მარშალი, 17. ბენ აფეაკი, 18. მაიკლ ფიცჯერალდი, 19. სემ კენი, 20. ავგუსტინ პულუ, 21. ბუნდეე აკი, 22. პატრიკ ოსბორნი.
ბრამბიზი: 15. ჯესი მოგი, 14. ჰენრი სპეიგტი, 13. ტევიტა კურიდრანი, 12. კრისტიან ლეალიიფანო, 11. კლაიდ რათბონე, 10. მეთ ტუმუა, 9. ნიკ ვაითი. 1. სკოტ სიო. 2. სტივენ მური, 3. ბენ ალექსანდერი, 4. სკოტ ფერდი, 5. სემ კარტერი, 6. პიტერ კიმლინი, 7. ჯორჯ სმითი, 8. ბენ მოვენი.
16. სილვია სილვია, 17. სრუან სმითი, 18. ფოტუ აუელა, 19. კოლბი ფაინგაა, 20. იან პრიორი, 21. ენდრიუ სმითი, 22. ჯო ტომანე.
ყველა გამარჯვებული
1992 წელი - რედსი (ავსტრალია)
1993 წელი - ლაიონზი (სამხრეთ აფრიკა)
1994 წელი - რედსი (ავსტრალია)
1995 წელი - რედსი (ავსტრალია)
1996 წელი - ბლუზი (ახალი ზელანდია)
1997 წელი - ბლუზი (ახალი ზელანდია)
1998 წელი - კრუსეიდერზი (ახალი ზელანდია)
1999 წელი - კრუსეიდერზი (ახალი ზელანდია)
2000 წელი - კრუსეიდერზი (ახალი ზელანდია)
2001 წელი - ბრამბიზი (ავსტრალია)
2002 წელი - კრუსეიდერზი (ახალი ზელანდია)
2003 წელი - ბლუზი (ახალი ზელანდია)
2004 წელი - ბრამბიზი (ავსტრალია)
2005 წელი - კრუსეიდერზი (ახალი ზელანდია)
2006 წელი - კრუსეიდერზი (ახალი ზელანდია)
2007 წელი - ბლუ ბულზი (სამხრეთ აფრიკა)
2008 წელი - კრუსეიდერზი (ახალი ზელანდია)
2009 წელი - ბლუ ბულზი (სამხრეთ აფრიკა)
2010 წელი - ბლუ ბულზი (სამხრეთ აფრიკა)
2011 წელი - რედსი (ავსტრალია)
2012 წელი - ჩიფსი (ახალი ზელანდია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"