ბრისბენის "რედსის" მთავარმა მწვრთნელმა ევან მაკკენზიმ მოთამაშეები მოკლევადიან საშობაო არდადეგებზე გაუშვა და ახალი წლის დადგომისთანავე ყველას უკან უხმო. საწვრთნელ შეკრებაზე ყველა დროულად გამოცხადდა. ერთადერთი, ვინც დააგვიანა, "ვოლაბების" ცხრა ნომერი, ვილი გენია გახლდათ.
"მოთამაშეებისგან წვრთნის დიდ ინტენსიურობას და ვარჯიშის თითოეული ასპექტისადმი მაქსილამურად ყურადღებით მოპყრობას ვითხოვთ. წინასწარ რამის თქმა გამიჭირდება. ახალი სეზონის დაწყებამდე ბევრი სამუშაო გვაქვს. ერთს კი დანამდვილებით გეტყვით, ახლა ახალი
"რედსი" ზე რაგბის გათამაშების დაწყებამდე ორ საწვრთნელ მატჩს გამართავს, 29 იანვარს ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზთან" და ხუთ თებერვალს, კანბერას "ბრამბიზთან". ზე რაგბის პირველ ტურში კი ბრისბენელები პერთის "ფორსს" უმასპინძლებენ.
.