"მეამბოხეები" ტონგელებს ერთი კვირის მერე ისევ შეხვდებიან, 29 იანვარს კი ფიჯის ნაკრებთან ითამაშებენ. ბოლო საწვრთნელ შეხვედრას როდ მაკქუინი და კომპანია 5 თებერვალს ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზთან" გამართავს.
"რებლზმა" სეზონისთვის მზადება სამი თვის წინ დაიწყო.
"სამი თვეა ერთად ვვარჯიშობთ. თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ
მეტიც, ისინი "ოლ ბლექსს" გახსნის მატჩში დაუპირისპირდებიან. ამიტომ სერიოზულად ემზადებიან და ახლახან, საფრანგეთის "ბარბაროსებსა" და იტალიის A ნაკრებს მოუგეს.
ერთი სიტყვით, გამომცდელი სერიოზული გვყავს. მათთან პირველ მატჩში შევეცდებით სასტარტო თხუთმეტეული დავადგინოთ. მომდევნო შეხვედრებში კი, არჩეული შემადგენლობის შეთამაშებას შევეცდებით", - თქვა როდ მაკქუინმა.
აღსანიშნავია, რომ ტრავმების გამო ტონგასთან ვერ ითამაშებენ: სტირლინგ მორთლოქი, ადამ ფრაიერი, ჯულიან ჰაკსლი, ლუკ რუნი და მარკ ჯერარდი.
"მელბურნ რებლზი":
ფორვარდები: ადამ ფრაიერი, ტიმ დევიდსონი, გერეთ დელვე, კევინ ონეილი, ჯეროდ სეფი, გრეგ სომერვილი, ნიკ ჰენდერსონი, ჰით ტესმანი, ლორი ვიკსი, როდნი ბლეკი, ტომ ჩემბელრენი, ჰიუ პაილი, ლუკ ჯოუნზი, ჯედ რობინსონი, ადამ ბირნსი, ალისტერ კემპბელი, მაიკლ ლიპმენი, ჰონი მაკდონალდი.
უკანა ხაზი: დენი სიპრიანი, ლეთჩლენ მითჩელი, სტირლინგ მორთლოქი, მარკ ჯერარდი, პიტერ ბეთამი, ჯეიმზ ჰილგენდორფი, კუპერ ვუნა, ჯულიან ჰაკსლი, ჯი პი დუ პლესი, ნიკ ფილიფსი, ლუკ რუნი, აფუსიპა ტაუმეოპეუ, რიჩარდ კინგი, სემ კორდინგლი.
.