ერმანოს როდრიგესის სახელობის ავტოდრომის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრას არ დაუზიანებია ტრასის ინფრასტრუქტურა.
"ტრასა დაზიანებული არ არის, ჩვენ ყველაფერი შევამოწმეთ, - განაცხადა Motorsport-თან კომენტარში ავტოდრომის წარმომადგენელმა. - ჩვენ გავათავისუფლეთ სამუშაოსგან პერსონალი, რათა მათ შეძლონ დროის გატარება საკუთარ ოჯახებთან ერთად. შემდეგ კი დავუბრუნდებით ტრასის მომზადებას მექსიკის გრან პრისთვის".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"