ფორმულა 1-ში "მერსედესის" ხელმძღვანელმა ტოტო ვოლფმა სერ ლუის ჰამილტონის გარშემო აგორებულ ჭორებზე ისაუბრა და განაცხადა, თუ რატომ არ ჩნდება მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი ჟურნალისტების წინ.
"ყველანი ემოციებში ვართ ჩაფლული, ლუისი ყველაზე მეტად. ბოლო წრემდე ჰამილტონი ჩემპიონი იყო, 58-ე წრეზე კი ყველაფერი თავდაყირა დატრიალდა. რა თქმა უნდა, დეპრესიაში ჩავარდები, როდესაც გააანალიზებ, თუ რა გადაგხდა თავს. ის ჩუმადაა, რადგან სასაუბროდ სიტყვებიც არ ჰყოფნის.
მე ის ვნახე, ჩემთან იყო ოფისში მოსული. სასამართლოსა და დაჯილდოებაზე ვსაუბრობდით, რათა გადაგვეწყვიტა, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. ცერემონიამდე რამდენიმე დღით
ადრე ვუთხარი, რომ მთელი ეს დრო თავისი ცხოვრებისეული შრომითა და მოღვაწეობით ეამაყა. ვფიქრობ, რომ ის ახლა სწორედ ამას აკეთებს", - ციტირებს ტოტოს სიტყვებს RacingNews365.
მომზადებულია championat-ის მიხედვით