ფორმულა 1-ში 7 გზის მსოფლიოს ჩემპიონმა, ლუის ჰამილტონმა თანაგუნდელ ჯორჯ რასელთან არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.
"მიმდინარე სეზონში ჩემს შედეგებს ხშირად არ ვუყურებ, უბრალოდ ბევრს ვმუშაობ და ვცდილობ შევინარჩუნო პოზიტიური ხედვები.
მინდა ჯორჯისთვის კარგი პარტნიორი ვიყო, ჩვენი ინჟინრებისთვის, მექანიკოსებისა და სხვა მუშაკებისთვის კი იდეალური მეგობარი.
ამ სეზონში უამრავ სხვადასხვა ექსპერიმენტს ვატარებთ, რათა სწორი მონაცემები ჩავინიშნოთ და წინსვლა გავაგრძელოთ" - განაცხადა ლუისმა.
შეგახსენებთ, 9 რბოლის შემდეგ 111 ქულით რასელი მე-4 ადგილს იკავებს, ლუისი კი 77 ქულით მე-6 პოზიციაზეა.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით