"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 28 ივლისს, მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე გულშემატკივარს სამწუხარო ინფორმაცია ამცნო. გერმანელმა პილოტმა ვიდეო ჩაწერა, სადაც ამბობს, რომ 2022 წლის სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას დაასრულებს.

"ასტონ მარტინის" მოქმედი მრბოლელის გადაწყვეტილებას 7-გზის მსოფლიოს ჩემპიონი ლუის ჰამილტონი გამოეხმაურა:

"ჩემთვის დიდი პატივია გიწოდო კონკურენტი და კიდევ უფრო დიდი პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი. შენ ამ სპორტს იმაზე უკეთ ტოვებ, იდრე იპოვე, რაც ყოველთვის არის მიზანი. ეჭვი არ მეპარება, რომ რაც უნდა მოჰყვეს, შენთვის ეს ამაღელვებელი, შინაარსიანი და დაჯილდოებული იქნება. მიყვარხარ"
- განაცხადა "მერსედესის" პილოტმა.

მოგეხსენებათ, სებასტიანს და ლუისს მართლაც რომ გამორჩეული მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. მიუხედავად კონკურენტობისა, მრბოლელები ერთმანეთს დიდ პატივს სცემდნენ, ამხნევებდნენ და წარმატება გულს უხარებდათ.

ვიდეო აღებულია Formulacam-ის "ტიკ-ტოკ" გვერდიდან

მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდ სპორტსმენთან ერთად, სამაგალითო ადამიანია ჰემილტონი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული