"ვხედავდი, როგორ ცდილობდა ჩემი მეუღლე ცეცხლისგან თავის დაღწევას" - ბაჰრეინის გრან-პრის უმძიმესი ისტორია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2020 წლის ბაჰრეინის გრან-პრის სტარტზევე ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ავარია მოხდა.

"ჰაასის" ფრანგმა პილოტმა რომან გროსჟანმა დანიელ კვიატისთან კონტაქტის შემდეგ ბოლიდი ვერ დაიმორჩილა და დაახლოებით 220 კმ/სთ-ის სიჩქარით ჯებირს დაეჯახა, რის შემდეგაც მანქანა შუაზე გაიხლიჩა და ცეცხლი გაუჩნდა.

რბოლა მომენტალურად შეჩერდა. მრბოლელები თავს ვერ აკონტროლებდნენ, რადგან მსგავსი სიმძიმის ავარიის ხილვას არავინ ისურვებს... საბედნიეროდ, რომანმა ბოლიდიდან ამოძვრომა მოახერხა, მარშალებმაც ჩინებულად იმუშავეს...

ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. მოგვიანებით კომენტარი გროსჟანის მეუღლემ, მარიონ ჟოლმა გააკეთა:

"დიდი აფეთქება დავინახე... უცნაური სცენა იყო, სადაც ნახევარი
მანქანა ბარიერს იქით იყო გადავარდნილი. საშინლად ცხელოდა... დავინახე რომანი, რომელიც გამოძვრომას ცდილობდა. რაღაცნაირად უნდა გამოგვეყვანა. მარშალები ცეცხლმაქრების საშუალებით ცდილობდნენ ხანძრის ჩაქრობას. შოკირებული წამების შემდეგ ჩემი მეუღლე ამოიწია, ბარიერს გადმოსცდა, კანკალებდა...

იმ ღამეს საერთოდ არ მეძინა. ისიც კი არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ან რა დავწერო. ერთი რამ, რაშიც დარწმუნებული ვარ, რაიმის თქმა დამეხმარება ამ ბარიერის დაძლევაში. ვერ მოგატყუებთ, მიჭირს საუბარი. ისიც კი არ ვიცი, სოციალურ ქსელში რა სურათი უნდა გამომექვეყნებინა, იქნებ მანქანის ნამსხვრევების ან მარშალისა და რომანის, როდესაც ბარიერს ახტებოდა... მირჩევნია, მისი სახელის გაგებაზე სუპერგმირი მახსენდებოდეს, ვიდრე ჩემპიონი. მომავალში თუ ბავშვებისთვის რაიმის ახსნა მოგვიწევს, სწორედ ასე ვიტყვი.

Sportall.Ge

მადლობა ჩემს შვილებს, რომლებმაც გროსჟანს ცეცხლის წრიდან გამოძვრომა აიძულეს. მადლობა მის გამბედაობას, ძალას, სიყვარულსა და ფსიქოლოგიურ კურსებს, რომლებმაც ჩემი მეუღლე გამოაძვრინა. სასწაულების მჯერა, მიყვარხართ".

შეგახსენებთ, რომანმა უმძიმესი ავარიის შემდეგ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ფორმულა 1-ში ყოველთვის გაახსენდებათ ბიჭი, რომელიც ცეცხლიდან, როგორც სუპერგმირი, ისე გამოძვრა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული