ფორმულა 1-ში ამერიკული საჯინიბო "ჰაასის" ბოსმა გუნტერ შტაინერმა "მაკლარენიდან" გათავისუფლებულ დანიელ რიკიარდოზე ღიად ისაუბრა. მისი თქმით, გუნდი მზადაა ავსტრალიელი მრბოლელის ინტერესის შემთხვევაში მოლაპარაკება დაიწყოს.
"თუ მას ჩვენ მიმართ ინტერესი აქვს, არ უნდა მოერიდოს ჩემთან დარეკვის. არ ვაპირებ მის გაკიცხვას, ჯერ უნდა გადაწყვიტოს, რა სურს. კარგი მრბოლელია. არ ვიცი, როგორ აღმოჩნდა ამ სიტუაციაში, თუმცა ახლა უნდა აღიაროს თავისი თავი და შესაძლებლობები და გადაწყვიტოს, რა უნდა".
შეგახსენებთ, სეზონის დასრულების შემდეგ დანიელი "მაკლარენს" დატოვებს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავსტრალიელით არც ერთი გუნდი არ
ინტერესდებოდა, თუმცა "ჰაასმა" გამოცდილი მრბოლელის გადასაბირებლად პირველი ნაბიჯი გადადგა.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით