ბრწყინვალე სპრინტი ბრაზილიაში - "ინტერლაგოსის" ტრასაზე "მერსედესებმა" იფრინეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბრაზილიაში "ინტერლაგოსის" ტრასაზე მორიგი სპრინტი გაიმართა.

მოგეხსენებათ, კვალიფიკაცია პარასკევს სენსაციით დასრულდა და პოული "ჰაასის" დანიელმა პილოტმა, კევინ მაგნუსენმა მოიგო, მე-2 და მე-3 პოზიციებზე მაქს ფერსტაპენი ("რედ ბული") და ჯორჯ რასელი ("მერსედესი") გავიდნენ, შემდეგ მოდიოდნენ ლანდო ნორისი ("მაკლარენი"), კარლოს საინსი ("ფერარი"), ესტებან ოკონი ("ალპინი"), ფერნანდო ალონსო ("ალპინი"), ლუის ჰამილტონი ("მერსედესი"), სერხიო პერესი ("რედ ბული") და შარლ ლეკლერი ("ფერარი").

სპრინტი დაიწყო და მრბოლელებმა ერთმანეთს თავიდანვე შეუტიეს, ფერსტაპენი ტრეკზე საშუალო ტიპის საბურთავით გამოვიდა, რის გამოც მაგნუსენმა სტარტში აჯობა და გარკვეული პერიოდი ლიდერობა შეინარჩუნა,
თუმცა ბოლიდებს შორის სხვაობის გამო დანიელი რბოლის ბოლოს ქვემოთ ჩამოვიდა.

საბოლოოდ, დღევანდელი რბოლის წინ მრბოლელეთა შედეგი ასე თანამიმდევრობით გადანაწილდა:

Sportall.Ge

1. ჯორჯ რასელი ("მერსედესი")

2. ლუის ჰამილტონი ("მერსედესი"), აქ უნდა ითქვას, რომ საინსი მე-2 პოზიციაზე გავიდა, თუმცა 5 ადგილიანი ჯარიმის გამო სტარტზე მოწინავე ადგილზე ორი "მერსედესი" იდგება.

3. მაქს ფერსტაპენი ("რედ ბული")

4. სერხიო პერესი ("რედ ბული")

5. შარლ ლეკლერი ("ფერარი")

"ინტერლაგოსის" რბოლა თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული