ლუის ჰამილტონის პოდიუმი და მორიგი რეკორდი

AutoSharing Option
მერსედესის პილოტმა, ლუის ჰამილტონმა ავსტრალიის გრან პრიზე მეორე ადგილი დაიკავა და ამ სეზონში პირველად ავიდა პოდიუმზე.

შვიდ გზის ჩემპიონი გახდა პირველი მრბოლელი, რომელმაც ზედიზედ 17 სეზონში მოახერხა მინიმუმ ერთხელ მაინც გასულიყო სამეულში. ჰამილტონი ტოპ-3-შია 2007 წლიდან, ანუ მისი კარიერის დაწყებიდან, მოყოლებული. მელბურნში მოპოვებული პოდიუმი რიგით 192-ე აღმოჩნდა მის კარიერაში. ბრიტანელი, ამ მხრივ, რეკორდსმენია.

მიხაელ შუმახერი, რომელიც ასევე შვიდჯერ გახდა ჩემპიონი, მიჯრით 15 სეზონი ახერხებდა პოდიუმზე ასვლას, 4 გზის ტიტულის მფლობელი, სებასტიან ვეტელმა კი მიყოლებით 14-ჯერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის გრან
პრიზე პირველი ადგილი ვერსტაპენმა, ხოლო მესამე ადგილი ალოსნსომ დაიკავა.

მოამზადა ალექსანდრე თვალავაძემ


alt"W14-ის პრობლემებზე მართალი ვიყავი, მათ არ დამიჯერეს" - ლუის ჰამილტონი

alt"ფულის შოვნის ლიმიტი უნდა არსებობდეს; კარგი იქნება, თუ ამ კანონს შემოიღებენ" - ლუის ჰამილტონი

alt"არავის ენდო, თავი მაღლა ასწიე და ბოლომდე დაიხარჯე..." - რას ურჩევდა 7-გზის მსოფლიოს ჩემპიონი ლუის ჰამილტონი საკუთარ თავს 10 წლის ასაკში?


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული