ნიკოლოზ ბასილაშვილი კიტცბიუელის ტურნირს გამოეთიშა

AutoSharing Option
ავსტრიის ქალაქ კიტცბიუელის საერთაშორისო ტურნირის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (63) "უაილდ ქარდით" მიწვეულ ავსტრიელ სებასტიან ოფნერს (157) შეხვდა. პირველი სეტი ჩვენებურმა 5:7 დათმო, მეორეში კი 0:3-ზე დანებდა მეტოქეს.

ბასილაშვილს ორი ეისი, 7 ორმაგი შეცდომა დაუგროვდა, მან ორჯერ მოუგო მეტოქეს მოწოდება. ოფნერმა 9 ბრეიქ-პოინტიდან 5 გამოიყენა.

ახლა ოფნერი ტურნირის პირველ ჩოგანს, ურუგვაელ პაბლო კუევასს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ამ ტურნირზე შარშან ფინალში გავიდა, სადაც პაოლო ლორენცისთან დათმო ტიტულისთვის გადამწყვეტი შეხვედრა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სამწუხაროა,ახლა შარშანდელი ქულები ჩამოაკლდება და რეიტინგში მკვეთრად დაქვეითდება.არა და წინსვლას ველოდი.
სოსო
10:53 01-08-2017
0
ძიუდო ხომ არ არის?
ბასილაშვილს შეეკითხეთ რატომ "დანებდა"?
ნუგზარი
00:18 01-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული