ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის პირველი-ორი წრე ძალების დაუძაბავად განვლო. მეოთხედფინალში ხორვატ ენა კაჟევიჩს 63 წუთში მოუგო - 6:1, 6:1, ნახევარფინალში კი ბულგარელი პეტია არშინკოვა დაამარცხა. ორთაბრძოლა საათსა და 47 წუთს გაგრძელდა. პირველი ხელი ჩვენებურმა იოლად მოიგო - 6:2, მეორე სეტში დაძაბული პაექრობით მიაღწია წარმატებას - 7:5. საგულისხმოა, რომ არშინკოვამ 13-დან მხოლოდ 4 ბრეიკპოინტი გამოიყენა, გორგოძემ კი - რვიდან შვიდი.
გადამწყვეტ პაექრობაში გორგოძე ბულგარელ გაბრიელა
გორგოძე ისევ სტამბოლში რჩება და ამ კვირას ახალ 15 000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება.
აღსანიშნავია, რომ გორგოძემ კარიერაში მე-11 ტიტული მოიპოვა ერთეულთა თანრიგში. თუ წყვილებსაც ჩავთვლით, ეს ტიტული მისთვის 31-ეა. 2017 წელს მან სამი ტურნირი მოიგო ერთეულებში - ივლისში სტამბოლსა და თელავში იმარჯვა, აგვისტოში - ისევ სტამბოლში.
* * *
დიდ ბრიტანეთში იმყოფება მარიამ ბოლქვაძე. გუშინ მან 25 000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღო სტარტი. პირველ წრეში მასპინძელ იზაბელ პიარნშავს სძლია - 6:3, 6:4 და მეორეში მთავარ ბადეში მოსახვედრად, ასევე, ბრიტანელ ემა ჰურსტთან გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა თანამემამულე თარო კიინსი დაჯაბნა - 6:1, 6:0. * * *
გერმანიაში 60 000-იან ტურნირში ითამაშებს სოფიო შაფათავა.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"