როჯერ ფედერერი: იმედია, რაფა პირველი ნომერი გახდება

AutoSharing Option
მონრეალში მიმდინარე "მასტერსზე" თავისი პირველი მატჩის წინ შვეიცარიელმა ლეგენდამ, როჯერ ფედერერმა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა. იქ მან ესპანელი რაფაელ ნადალის ATP-ის კლასიფიკაციაში შესაძლო გალიდერებაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

"ეს ძალიან მაგარი იქნებოდა. მახსოვს, მან გასულ წელს ძალიან დიდი დრო მოანდომა ტრავმებისგან აღდგენას, ახლა კი პირველ საფეხურამდე რამდენიმე მატჩი აკლია.

იმედი მაქვს, რომ რაფა პირველი ნომერი გახდება. თუ მას ეს არ გამოუვა, მოხარული ვიქნები, რომ ენდი მარეი კიდევ ერთ კვირას გაატარებს კლასიფიკაციის უმაღლეს საფეხურზე. ენდის დიდ პატივს ვცემ.
ასეა თუ ისე, დიდი ალბათობით, რეიტინგის სათავეში მოხდება ცვლილება და იმედს გამოვთქვამ, რომ მამაკაცთა ტურის ახალი ლიდერი რაფაელ ნადალი გახდება", - განაცხადა ფედერერმა.

რაფაელ ნადალი ATP-ის კლასიფიკაციის სათავეში იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ მონრეალში სამ თამაშს მოიგებს, ანუ ნახევარფინალამდე მიაღწევს. ესპანელი პირველ შეხვედრას ხორვატი ბორნა ჩორიჩის წინააღმდეგ ჩაატარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული