ვიქტორია აზარენკა დიდ სკანდალში გაეხვია

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბელორუსი ვიქტორია აზარენკა საკუთარი შვილის ქურდობაში დაადანაშაულეს. ჩოგბურთელს სასამართლოში უჩივის ყოფილი შეყვარებული ბილი მაკკეგი, რომელიც აზარენკას ვაჟის - ლეოს მამაა. ამ ინფორმაციას ვებგვერდი Ynet.co.il ავრცელებს.

როგორც ირკვევა, მას შემდეგ, რაც წყვილი დაიშალა, მაკკეგმა ბევერლი-ჰილზის სასამართლოს მიმართა სარჩელით ბავშვის "ქურდობის" თაობაზე. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ლეო უახლოეს დროში უნდა დაბრუნდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ამის შემდეგ ჩოგბურთელის ადვოკატმა მოამზადა შემხვედრი სარჩელი "აზარენკასთვის მორალური ზარალის მიყენებაზე". ბელორუსული პრესის ცნობით, ზარალის ოდენობა 10 მილიონ დოლარს აღწევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დააბრუნეთ ძველი დიზაინი
მამუკა
11:13 15-08-2017
0

სიახლეები პოპულარული