
ბელორუსი სპორტსმენი ტურნირზე უაილდ-ქარდით იყო მიწვეული, მაგრამ ის შეჯიბრს ვირუსის გამო ტოვებს.
"ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ეს ტურნირი ჩემს კალენდარში მონიშნული მქონდა, როგორც WTA-ს ტურში დაბრუნება ლეოს დაბადების შემდეგ. იმედია, მომავალ წელს მოვახერხებ აქ ჩამოსვლას", - განაცხადა აზარენკამ.
მართლაც, თავდაპირველად, ბელორუსს მშობიარობის შემდეგ კორტზე დაბრუნება სტენფორდში ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ეს უფრო ადრე - მალიორკას ტურნირზე გააკეთა, რის შემდეგაც უიმბლდონზე ითამაშა და იქ მერვედფინალამდე მიაღწია.
სტენფორდის ტურნირი სტარტს დღეს იღებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"