ცინცინატის ქალთა ტურნირზე დიდი ბრძოლები გველოდება

AutoSharing Option
საინტერესო სიტუაციაა შექმნილი ცინცინატის ქალთა ტურნირზე - მისი შედეგების მიხედვით, WTA-ს რეიტინგში პირველობის მოპოვება ერთბაშად ხუთ ჩოგბურთელს შეეძლება - კაროლინა პლიშკოვას, სიმონა ჰალეპს, ანჟელიკ კერბერს, ელინა სვიტოლინასა და კაროლინ ვოზნიაცკის.

პლიშკოვა პირველ ადგილს შეინარჩუნებს, თუ შარშან მოპოვებულ ტიტულს დაიცავს.

თუ ტურნირს მოიგებს ჰალეპი, მაშინ პირველი ჩოგანი ის გახდება. რუმინელი მაშინაც გავა პირველ ადგილზე, თუ ფინალამდე მიაღწევს, ხოლო პლიშკოვა ნახევარფინალამდე წააგებს. და არის მესამე ვარიანტი: ჰალეპი მივა ნახევარფინალამდე, პლიშკოვა წააგებს მეოთხედფინალამდე და სვიტოლინა ტიტულს ვერ მოიგებს.

ეს უკანასკნელი შეიძლება გახდეს პირველი
ჩოგანი, თუ პლიშკოვა პირველივე მატჩში წააგებს, ჰალეპი - ნახევარფინალამდე, თავად კი ფინალამდე მივა და იქ წააგებს არა ვოზნიაცკისთან. უკრაინელი იმ შემთხვევაშიც გახდება პირველი, თუ მოიგებს ტიტულს, პლიშკოვა კი ნახევარფინალამდე გავარდება.

ყველაზე დაბალი შანსები კერბერსა და ვოზნიაცკის აქვთ. ერთ-ერთი მათგანი გახდება პირველი ნომერი იმ შემთხვევაში, თუ მოიგებს ტიტულს, პლიშკოვა კი პირველივე მატჩში დამარცხდება.

პრეტენდენტთა ხუთეულიდან მსოფლიო რეიტინგის ლიდერები მხოლოდ სვიტოლინა და ჰალეპი არ ყოფილან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული