საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ჩვენებური ჩაება. სტარტზე ეკატერინე გორგოძემ 42 წუთში სძლია მასპინძელ მუანეზ დემირჯის - 6:1, 6:0. ქართველმა ჩოგბურთელმა ექვსიდან ყველა ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თურქმა კი - ორიდან ერთი.
ასევე, ერთი გეიმი დათმო მარიამ ბოლქვაძემ, ოღონდ მას ხორვატი ტეა ფაბერის დასამარცხებლად (6:0, 6:1) 5 წუთით მეტი დასჭირდა, ალბათ, იმიტომ, რომ 11-დან მხოლოდ ექვსი ბრეიკ-პოინტი მიითვალა.
დღეს სწორედ გორგოძე და ბოლქვაძე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ძირითად ბადეში მოსახვედრად. იქ
წყვილებში ორი თბილისელი ითამაშებს: ასპარეზობის რეიტინგფავორიტები არიან ოქსანა კალაშნიკოვა და ენ-სოფი მესტაჩი (ბელგია). ეს დუეტი ვლადა ეკშიბაროვას (ისრაელი) და მელის სეზერის (თურქეთი) ტანდემთან გამოცდის ძალას, ხოლო სოფიო შაფათავა და ანასტასია ვასილიევა (უკრაინა) ემა ლაინესა და კოტომი ტაკაჰატასთან (იაპონია) გაარკვევენ ურთიერთობას.
* * *
მისკში ვაჟთა 15 000-იან ტურნირის ძირითად ბადეშია გიორგი ცივაძე, რომელსაც სტარტზე შვეიცარიელი ჯესი კალამბეი ელის. წყვილებში ცივაძეს და ვლასკო მლადენოვს (ბულგარეთი) განთესვით მესამე ნომერი აქვთ. მათი მეტოქე მარტინ ბოროსიუკისა (ბელორუსი) და გიორგი კრავჩენკოს (უკრაინა) წყვილი იქნება.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"