გადამწყვეტ მატჩში ბრძოლა არ გამოვიდა. პირველ სეტში ორ-ორი ბრეიკის გაცვლის შემდეგ, სტივენსმა პირველი ბრეიკი შეასრულა მატჩში და 3:2 დაწინაურდა. ხოლო 4:3-დან მოყოლებული, ზედიზედ რვა გეიმი მოიგო და საათსა და სამ წუთში მოამთავრა საქმე - 6:3, 6:0. სტივენსს 12 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ხუთი გამოიყენა, კისმა - სამიდან სამი ასეთი შანსი გაანიავა.
ორივე ჩოგბურთელისთვის ეს იყო პირველი ფინალი "დიდ სლემის" ტურნირებზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"