ნადალი არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს ხვდებოდა და პირველ სეტში პრობლემები შეექმნა. ესპანელმა ვერც ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიმუშავა, დელ პოტრომ კი ორი ასეთი შანსი მიიღო და ერთი გამოიყენა, რამაც სეტში მოგება მოუტანა - 6:4.
მაგრამ, ამის შემდეგ, კორტზე ნადალი დომინირებდა - მომდევნო სამ სეტში მან 13 ბრეიკ-პოინტი მიიღო და აქედან ექვსჯერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება, დელ
ნადალი 23-ედ ითამაშებს "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში, მისი მეტოქე ანდერსონი კი ამას პირველად გააკეთებს. სამხრეთაფრიკელმა ასევე ოთხ სეტში 4:6, 7:5, 6:3, 6:4 დაამარცხა კიდევ ერთი ესპანელი პაბლო კარენიო ბუსტა.
კაცები
1/2 ფინალი
ნადალი (ესპ, 1)-დელ პოტრო (არგ, 24) 4:6, 6:0, 6:3, 6:2
ანდერსონი (ს. აფრ, 28)-კარენო ბუსტა (ესპ, 12) 4:6, 7:5, 6:3, 6:4
ქალები
1/2 ფინალი
კისი (აშშ, 15)-ვანდევეგე (აშშ, 20) 6:1, 6:2
სტივენსი (აშშ)-ვ. უილიამსი (აშშ, 9) 6:1, 0:6, 7:5
ფინალი
სტივენსი (აშშ)-კისი (აშშ, 15) 6:3, 6:0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"