როჯერ ფედერერი - ისევ ყველაზე მაღალანაზღაურებადი

AutoSharing Option
შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი ზედიზედ მეთორმეტედ გახდა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელი. 2016 წლის ივნისიდან 2017 წლის ივნისის პერიოდში მან 64 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამ თანხიდან მხოლოდ 6 მილიონია ტურნირებზე მიღებული საპრიზო ჰონორარი.

ფედერერს სასპონსორო კონტრაქტები აქვს კომპანიებთან - Wilson, Credit Suisse, Mercedes, Rolex, Lindt, Jura, Moet & Chandon, Sunrise, Netjest და Nike. წელს, როჯერმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა პასტას მწარმოებელ Barilla-სთან და ჯამში 40 მილიონ დოლარს მიიღებს.

ამერიკული ჟურნალის Forbes-ის ინფორმაციით, ფედერერის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა - უბრალოდ, საჩოგბურთო ტურნირებში მონაწილეობა.
საჩვენებელ შეჯიბრებაში გამოსვლის სანაცვლოდ, შვეიცარიელი 2 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო ATP500 ან ATP250 კატეგორიის ტურნირებში მონაწილეობისთვის - 1 მილიონს.

* * *
სხვათა შორის, ATP-ის ახალი რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ, ფედერერი მსოფლიოს ახალი რეკორდის მფლობელი გახდა. მან გაუსწრო ამერიკელ ჯიმი კონორსს კლასიფიკაციის ტოპ-ოთხეულში ყოფნის ხანგრძლივობით. ფედერერმა 670 კვირა გაატარა TOP4-ში, რაც დაახლოებით 12 წელსა და 8 თვეს უდრის. კონორსი, რომელმაც 1996 წელს დაასრულა კარიერა, ტოპ-ოთხეულის წევრი 669 კვირის განმავლობაში იყო.

ამ სიაში მესამე ადგილზეა ესპანელი რაფაელ ნადალი - 529 კვირა, მეოთხეზე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი - 526 კვირა, მეხუთეზე - ამერიკელი ივან ლენდლი (510 კვირა).

აღვნიშნავთ, რომ მომავალ კვირას ფედერერი კონორსს გაუსწრებს TOP5-ში გატარებული დროის ოდენობით. დღეისთვის, ორივენი კლასიფიკაციის ხუთ საუკეთესო ჩოგბურთელს შორის 706 კვირის განმავლობაში იყვნენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩეხი არ იყო? რატომ ამერიკელი? ჩეხოსლოვაკიის ნაკრებშიც უთამაშია...
lendli
13:13 24-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული