მეტოქეებმა 3-3 ორმაგი შეცდომა დაუშვეს, შაფათავას ანგარიშზეა 2 ეისი, ბრიტანელისა - ერთი. ბრეიკპოინტების გამოყენებაში ორივეს არასახარბიელო მდგომარეობა ჰქონდა: სოფიომ 12-დან ექვსჯერ, ოლივიამ კი 6-დან ერთხელ მიაღწია მიზანს.
მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი მასპინძელ ელიქსენ ლეჩემს შეხვდება. ამ უკანასკნელმა სტარტზე 61 წუთში ჩამოიშორა გზიდან თანამემამულე მილენ ჰალემი - 6:1, 6:0.
წყვილებში
შაფათავა და სმიტი ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილ ვერა ლაპკოსა (ბელორუსი) და კამელია ლისტერთან (შვედეთი) გაარკვევენ ურთიერთობას.
* * *
თანამემამულეს, სამწუხაროდ, მხარი ვერ აუბა გიორგი ცივაძემ, რომელიც ჩიმკენტის (ყაზახეთი) 25 000-იან საერთაშორისო ტურნირს გამოეთიშა. ერთეულთა მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი მე-4 ნომრად განთესილ ჰამად სავფატთან (ეგვიპტე) 44 წუთში დამარცხდა: პირველი ხელი 3:6 დათმო, მეორეს 0:2-ს აგებდა, ტრავმის გამო ასპარეზობის გაგრძელება რომ ვერ შეძლო.
მანამდე ცივაძემ წყვილებში ნიგმატ შოფაიზიევთან (უზბეკეთი) ერთად მეოთხედფინალში მოსინჯა ძალები, მაგრამ პირველ ნომრად განთესილ გაბორ ბორშოშსა (უნგრეთი) და ვლადიმირ მანაფოვთან (უკრაინა) ვერაფერს გახდა - 66 წუთში 6:7, 4:6 დამარცხდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"