როჯერ ფედერერმა მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

AutoSharing Option
ორკვირიანი პაუზის შემდეგ როჯერ ფედერერმა ვარჯიში განაახლა. მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერმა მზადება მის ფიტნესპარტნიორ პიერ პაგანინისთან ერთად დაიწყო.

გასულ წელს პაგანინისთან ერთად დასახულმა გეგმამ შვეიცარიელს საშუალება მისცა, 2017 წელი ტრავმების გარეშე ჩაეტარებინა. დიდი სლემის 19-გზის გამარჯვებული როჯერი ბოლო დროს აქტიურად არის დაკავებული სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობით.

ფედერერი სეზონს 30 დეკემბერს, ''ჰოპმანის თასზე'', იუიჩი სუგიტასთან შეხვედრით გახსნის.


მომზადებულია TENNISWORLD–ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული