19 წლის ლექსო სვანიძემ და 18 წლის ვაჟა შუბლაძემ გამოსვლა საკვალიფიკაციო ეტაპზე დაასრულეს.
საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია, თუმცა ძირითადი ბადის პირველივე წრეში დამარცხდა გიორგი ცივაძე, რომელსაც ჩეხმა პატრიკ რიკლმა აჯობა.
აღსანიშნავია, რომ კვალიფიკაციის ფინალურ მატჩში ცივაძის მეტოქე 46 წლის იუნეს ალ აუნაუი იყო.
საინტერესოა ისიც, რომ 46 წლის მოროკოელმა, რომელიც ერთ დროს მსოფლიოს რეიტინგში მე-14 პოზიციას იკავებდა, ცივაძეს სეტიც მოუგო და 25 წლის ქართველს სამი სეტის განმავლობაში