გიორგი ცივაძემ 46 წლის ჩოგბურთელი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ წრეში წააგო

AutoSharing Option
თურქეთის ქალაქ ანტალიაში სტარტი აიღო მამაკაცთა საჩოგბურთო ტურნირმა, სადაც 3 ქართველი ჩოგბურთელი იყო ჩართული.

19 წლის ლექსო სვანიძემ და 18 წლის ვაჟა შუბლაძემ გამოსვლა საკვალიფიკაციო ეტაპზე დაასრულეს.

საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია, თუმცა ძირითადი ბადის პირველივე წრეში დამარცხდა გიორგი ცივაძე, რომელსაც ჩეხმა პატრიკ რიკლმა აჯობა.

აღსანიშნავია, რომ კვალიფიკაციის ფინალურ მატჩში ცივაძის მეტოქე 46 წლის იუნეს ალ აუნაუი იყო.

საინტერესოა ისიც, რომ 46 წლის მოროკოელმა, რომელიც ერთ დროს მსოფლიოს რეიტინგში მე-14 პოზიციას იკავებდა, ცივაძეს სეტიც მოუგო და 25 წლის ქართველს სამი სეტის განმავლობაში
წინააღმდეგობას უწევდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული