ფედერაციის თასი: ქართველებმა წყვილებში გაიმარჯვეს

AutoSharing Option
ფედერაციის თასზე წყვილთა თანრიგში დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა. ოქსანა კალაშნიკოვას და სოფია შაფათავას დუეტმა პეტია არნშიკავას და ჯულია ტერიუშკას წყვილი ორ სეტში - 6:0, 6:4 გაანადგურა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან შეხვედრაში საერთო ჯამში 2:1 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თავისი შეხვედრები სოფია შაფათავამ და ეკატერინა გორგოძემ დათმეს.

A ჯგუფში, სადაც ჩვენი ნაკრები ასპარეზობს, თითოეულმა ნაკრებმა 2 მატჩი უნდა გამართოს. ამ შეხვედრით ბულგარეთმა ჯგუფში ასპარეზობა დაასრულა, რომელსაც 1 მოგება და 1 მარცხი დაუგროვდა. 1 მოგება და 0 მარცხი აქვს სერბეთის
ნაკრებს, რომელსაც ხვალ სწორედ ქართველი ჩოგბურთელები დაუპირისპირდებიან. ჩვენმა გუნდმა სერბეთი 3:0 უნდა დაამარცხოს, რათა პირველ ადგილზე გავიდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული