ფედერაციის თასი: საქართველომ სერბეთთანაც წარუმატებლად დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებისთვის ფედერაციის თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი დღეც წარუმატებლად დაიწყო.

ამჯერად, ჩვენებურები სერბეთის ნაკრებს უპირისპირდებიან. პირველ შეხვედრაში სოფია შაფათავა ოლგა დანილოვიჩთან ორ სეტში - 3:6, 0:6 დამარცხდა.

ამრიგად, სერბეთი საქართველოსთან დაპირისპირებაში 1:0 დაწინაურდა. რამდენიმე წუთში კორტზე ეკატერინე გორგოძე გავა, რომელიც დეიანა რადანოვიჩს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული