საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა, ფედერაციის თასის პირველ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. პლეი-ოფში ქართველებმა ავსტრიის ნაკრები დაამარცხეს. გადამწყვეტი ქულა კი ჩვენს გუნდს, წყვილთა თანრიგში, ოქსანა კალაშნიკოვამ და სოფია შაფათავამ მოუტანეს.
ფედერაციის თასზე, ჩვენი ნაკრებიდან შემდეგმა ჩოგბურთელებმა იასპარეზეს - მარიამ ბოლქვაძე, სოფია შაფათავა, ეკატერინე გორგოძე და ოქსანა კალაშნიკოვა. საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა პირველ ლიგაში ზედიზედ მეხუთედ იასპარეზა.