როჯერ ფედერერი დღეს, 14 თებერვალს, როტერდამის ტურნირში ჩაერთვება. შვეიცარიელი, თუ მოახერხებს და 1/2-ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს, მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი გახდება. მისი პირველი მეტოქე კი ბელგიელი რუბენ ბემელმანსი იქნება. მატჩამდე ლეგენდარული ჩოგბურთელი ჟურნალისტებს გაესაუბრა.
ფედერერს შეეკითხნენ, თუ რატომ თამაშობს ტურნირების მცირე რაოდენობას.
"ჩოგბურთელმა შესაძლოა, იმაზე ნაკლები ითამაშოს, ვიდრე თავად სურს. მე არ შემიძლია გავაკეთო იგივე 26 წლის ასაკში, რასაც 25 წლისა შევძლებდი. 1998 წლიდან 2016 წლამდე, სანამ ტრავმას მივიღებდი, თითქმის ყველა ძირითად ტურნირზე ვთამაშობდი.
ახლა ჩემი ფილოსოფია შეიცვალა - ვითამაშებ
მაშინ, როდესაც კონკრეტული ტურნირისთვის მზად ვიქნები", - აღნიშნა ფედერერმა.