14 თვის შემდეგ - სერენა უილიამსმა პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა

AutoSharing Option
მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ნომერმა სერენა უილიამსმა 14 თვის შემდეგ პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. ამერიკელმა ინდიან უელსის ტურნირზე ყაზახეთის წარმომადგენელი ზარინა დიასი ორ სეტში - 7:5, 6:3 დაამარცხა.

როგორც იცით, უილიამსს ქალიშვილი ოლიმპია შეეძინა და სწორედ ამის გამო უქმობდა. ტრიბუნაზე მის მხარდასაჭერად მივიდა მეუღლე ალექს ოჰანიანიც.

სერენა ამბობს, რომ წლის დარჩენილი სამი დიდი სლემის მოგებას აპირებს. იქამდე კი ინდიან უელსის მეორე წრეში ძალებს ჰოლანდიელ კიკი ბერტენსთან მოსინჯავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული