ინდიან უელსის ტურნირი: უფროსმა უილიამსმა უმცროსი დაამარცხა

AutoSharing Option
ინდიან უელსის ტურნირის 1/16-ფინალში ერთმანეთს დები უილიამსები - ვინუსი და სერენა დაუპირისპირდნენ. ბრძოლაში უკეთესი უფროსი და ვინუსი აღმოჩნდა, რომელმაც მეტოქე ორ სეტში - 6:3, 6:4 დაამარცხა.

თითქმით 15-თვიანი პაუზის შემდეგ ეს სერენასთვის მესამე ოფიციალური შეხვედრა იყო. ამ მატჩამდე კი მან ასპარეზობას ზარინა დიასი და კიკი ბერტენსი გამოთიშა.

ვინუსი და სერენა პროფესიონალურ ჩოგბურთში ერთმანეთს 1998 წლიდან მოყოლებული უპირისპირდებიან და ამ დროისთვის უმცროსი უილიამსი უფროსს 17:12 ამარცხებს.

ვინუს უილიამსი 1/8-ფინალში ლატვიელ ანასტასია სევასტოვას შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული