მსოფლიო რეიტინგში 569-ე პოზიციაზე მყოფი ქართველი ალიონა ფომინას 4:2 ამარცხებდა, როდესაც რუსმა ჩოგბურთელმა თამაში ვეღარ გააგრძელა.
ტრავმის შემდეგ, 2017 წლის სექტემბრის მერე, ეს ბოლქვაძისთვის ერთეულთა თანრიგში პირველი ოფიციალური შეხვედრა გახლდათ. მეორე წრეში მისი მეტოქე ნორვეგიელი მელანი ჰელგო იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 750-ე ადგილს იკავებს.
აქვე გეტყვით, რომ მარიამი შარმ ელ შეიხში წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობს, სადაც 1/4-ფინალშია გასული.