"პირველი დღიდან ნოვაკის და ანდრეს თანამშრომლობის მოწინააღმდეგე ვიყავი. ვფიქრობ, ჯოკოვიჩი უფრო დაეხმარა აგასის, რადგან მან სამწვრთნელო გამოცდილება მიიღო.
აგასიმ უბრალოდ არ იცოდა, რა რჩევები უნდა მიეცა ნოვაკისთვის, მას ხომ მწვრთნელად არასდროს უმუშავია", - აღნიშნა არმენულიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩმა და აგასიმ თანამშრომლობა რამდენიმე დღის წინ შეწყვიტეს. სერბს ბოლო დროს ძალიან ცუდი შედეგები აქვს.
ამჟამად, მის სამწვრთნელო შტაბში რადეკ შტეპანეკის სახით მხოლოდ ერთი ადამიანია.