0:5! - საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ლუქსემბურგთან განადგურდა

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის ევრო-აფრიკული მეორე ჯგუფიდან გავარდა.

ქართველი ჩოგბურთელები 7-8 აპრილს ლუქსემბურგში ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 0:5 განადგურდნენ.

პირველ სათამაშო დღეს თავისი შეხვედრები გიორგი ცივაძემ და ზურაბ ტყემალაძემ წააგეს.

8 აპრილს კი წყვილებში სანდრო მეტრეველი და გიორგი ცივაძე დამარცხდნენ, რითაც დანარჩენი ორი მატჩი ფორმალობად იქცა.

დავით კვერნაძემ თამაშის საშუალება ვაჟა შუბლაძესაც მისცა, რომელიც ალექსანდრ კნაფთან 1:6, 2:6 განადგურდა.

კრისტოფ ტოლმა კი ბოლო შეხვედრაში ზურა ტყემალაძეს აჯობა - 6:4, 6:4.

ამრიგად, ჩვენი ვაჟი ჩოგბურთელები ყველაზე დაბალ, მე-3 ჯგუფში
ითამაშებენ.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებს გუნდის ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერ ეხმარებოდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
უმაღლესი შედეგების მისაღწევად მარტო ნიჭი არ კმარა. აუცილებელია თავდაუზოგავი შრომა და ბევრ სიამოვნებაზე უარის თქმა. ნიჭისა და შრომის გარეშე არაფერი არ გამოვა.
Nანა
08:55 10-04-2018
0
სიმართლე თვალს არ უნდა გვწვავდეს,სიმართლე ,შეგნებულ და შეუგნებელ შეცდომებს უნდა გვასწორებინებდეს სამომავლოდ,ფეხებზე არ უნდა გვეკიდოს სრულიად ქვეყნის ბედ იღბალი,მეობის წინწამოწევით ერთობაზე ზედა -სერ უინსტონ ჩერჩილი.დაბეჭდეთ მესიჯი- აბრევიატირით "მეც ქართველი ვარ" თანამემამულენო!?
i Am Georgian
15:47 09-04-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული