0:5! - საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ლუქსემბურგთან განადგურდა

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის ევრო-აფრიკული მეორე ჯგუფიდან გავარდა.

ქართველი ჩოგბურთელები 7-8 აპრილს ლუქსემბურგში ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 0:5 განადგურდნენ.

პირველ სათამაშო დღეს თავისი შეხვედრები გიორგი ცივაძემ და ზურაბ ტყემალაძემ წააგეს.

8 აპრილს კი წყვილებში სანდრო მეტრეველი და გიორგი ცივაძე დამარცხდნენ, რითაც დანარჩენი ორი მატჩი ფორმალობად იქცა.

დავით კვერნაძემ თამაშის საშუალება ვაჟა შუბლაძესაც მისცა, რომელიც ალექსანდრ კნაფთან 1:6, 2:6 განადგურდა.

კრისტოფ ტოლმა კი ბოლო შეხვედრაში ზურა ტყემალაძეს აჯობა - 6:4, 6:4.

ამრიგად, ჩვენი ვაჟი ჩოგბურთელები ყველაზე დაბალ, მე-3 ჯგუფში
ითამაშებენ.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებს გუნდის ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერ ეხმარებოდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ქვეყნის ეროვნული ნაკრების მნიშვნელობას, რომ ვერ ათვითცნობიერებენ ზოგიერთნი, ქვეყნის სათავეებში შემთხვევით თავამოყოფილი ქართველი ხალხის "მამა მარჩენლები",ზოგიერთ სპორტსმენს და ფედერაციის "ბოსებს"რაღა მოეკითხება, როცა,ერთი სპორტსმენი ამჯობინებს ასიათასობით დალარიან კვოტის ტურნირს,ეროვნულის სახელით გამოსვლას, და მეორე კი ისე ირჯება თითქოს ქვეყანა ვალდებულია ამგვარი უვარგისი,უშედეგო სპორტსმენი სათამაშოდ გინდა თუ არა, ქვეყნის ბაირაღის ქვეშ დააყენოს,უკონკურენციოდ,მართალია ძალზე მცირე გასამრჯელო თი სახელმწიფოს მხრიდან,შედეგის დაუდებლად ზოგიერთ,უმრავლეს ფედერაციებში კი მართლა უვარგისებია წამოსკუპებულები,მარტო გედევანიშვილის განაწყენებული წერილი რად ღირს,საციგურაო ფედერაციის მიმართ დაწერილიი,თუ როგორ სურთ? მავანთ, არაფრის კეთებაში,ფულების აღებით გასამრჯელოს სახით,მხოლოდ მიტომ რომ,გედევანიშვილებს ,ყვითელაშვილებს ერთი ქვეყანა გამოუზრდით სანაკრებო დონეზე და გოდფრიდებს და.... მეორე?...ჰოდა ფედერაციებში და სახელმწიფოში რომ ერთ ადგილზე ჰკიდიათ ხალხი სპორტსმენებითურთ, ვაგებთ ლუქსემბურგებთან,უგანდებთან და ფარერის კუნძულებთანაც კი ზოგჯერ,თითქმის ყველა სახეობაში "ვისვრებდით"და მართლა "ძალაა საკვირველი" ერთეულების, ქართული ნიჭის -უნარის გაბრწყინებისა, მსოფლიო სპორტის დონეზე,სხვა და სხვა სპორტის სახეობებში, გორგოძის თუ ზირაქაშვილის,ტალახაძის თუ შავდათუაშვილის და ასობით სხვათა უნიჭიერეს ქართველთა სახით....დღევანდელი განუკითხაობის დროს,მარტო სიტყვიერი მამულისშვილობისა "ჟამსა ჩუენსა უბადრუკთა ყოფისას"ამაწუთისოფლად.
მეც ქართველი ვარ
14:10 09-04-2018
1
სიმართლე თვალს არ უნდა გვწვავდეს,სიმართლე ,შეგნებულ და შეუგნებელ შეცდომებს უნდა გვასწორებინებდეს სამომავლოდ,ფეხებზე არ უნდა გვეკიდოს სრულიად ქვეყნის ბედ იღბალი,მეობის წინწამოწევით ერთობაზე ზედა -სერ უინსტონ ჩერჩილი.დაბეჭდეთ მესიჯი- აბრევიატირით "მეც ქართველი ვარ" თანამემამულენო!?
i Am Georgian
15:47 09-04-2018
0

სიახლეები პოპულარული