მსოფლიო რეიტინგში 86-ე პოზიციაზე მყოფ ქართველს პორტუგალიელმა ჟოაო სოუზამ სამ სეტში - 6:2, 4:6, 6:1 მოუგო.
ბასილაშვილმა 3 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ექვსჯერ დაკარგა. მის ანგარიშზე 1 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა.
სავარაუდოდ, მომდევნო ტურნირს ნიკოლოზი მონტე კარლოში ითამაშებს, რომელიც ორშაბათიდან დაიწყება.