![](https://sportall.ge/pictures/image5/0736fa47b80f5c458c84be58c19928b2.jpg)
მსოფლიო რეიტინგში 79-ე პოზიციაზე მყოფი ქართველი იტალიელ ანდრეას სეპისთან ორ სეტში - 4:6, 6:7 დამარცხდა.
ნიკა ჩაწოდებაზე არდამაჯერებლად გამოიყურებოდა. მთლიანობაში ის ოთხჯერ დაბრეიკდა, მეტოქის მოწოდება კი სამჯერ აიღო.
ბასილაშვილს 3 ეისი და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუფიქსირდა.
ამ გამარჯვებით სეპიმ ჩვენებურთან ურთიერთდაპირისპირებებში წონასწორობა აღადგინა და 1:1 გახადა.