ამან ჩემზე ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა, ამიტომ გადავწყვიტე... - ბასილაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში თავისი ოფიციალური გვერდი გააუქმა. ამის შესახებ საქართველოს პირველმა ჩოგანმა Facebook-ზე გუშინ დაწერა.

ბასილაშვილის პოსტში ვკითხულობთ:

"მეგობრებო, მოგესალმებით. იდეაში ამ გვერდის შექმნის მიზანი იყო, რომ ინფორმირებულნი ყოფილიყავით ჩემი სპორტული კარიერით და ჩოგბურთი საქართველოში კიდევ უფრო პოპულარული სპორტის სახეობა გაგვეხადა.

სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ გვერდს ჩემთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც მეტი პოზიტივი მოეტანა, სანაცვლოდ ძალიან დიდი ნეგატივი მივიღეთ.

მე პირადად დროდადრო მიწევს გვერდის თვალის დევნება და ჩემზე ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად იმოქმედა.

მივიღეთ გადაწყვეტილება და გვერდს ვხურავთ. დიდი მადლობა ჩემს ნამდვილ
გულშემატკივრებს და წარმატებები წინ არის", - წერს ბასილაშვილი სოციალურ ქსელში.

Sportall.Ge

▶ საფრანგეთის ღია პირველობა: ბასილაშვილი პირველ წრეში დამარცხდა და რეიტინგში ქულები დააკლდება
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჭკვიანური გადაწყვეტილებაა ნიკოლოზ. ჩვენ ჩოგბურთის მოყვარულებს მოგვწონს შენი თამაში, გგულშემატკივრობთ. პრესით თვალს ვადევნებთ შენს მიღწეულ შედეგებს. ნიჭიერი ჩოგბურთელი ხარ! გაგვიხარდება რაც უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევ, შენგან მხოლოდ ჩემპიონობა დაგვაკმაყოფილებს! ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებ!
aburjga
13:18 29-05-2018
1
ფეისბუკს აქვს დაბლოკვის საშუალება. უბრალოდ უნდა დაიბლოკოს ნეგატიური კომენტარები. ვიღაც ტროლების და იდიოტების გამო ნამდვილ გულშემატკივრებს არ უნდა მოგვაკლდეს კარგი საშუალება ვადევნოთ თვალი თქვენს კარიერას. ჩოგბურთელის თამაშზე ძრითადად სიჩუმეა კორტზე. აბა ფეხბურთელებმა რაღა უნდა თქვან 55000 ქართველი რომ დედას აგინებს სტადიონზე? აღარაფერს ვამბობ მსაჯებზე! კანი უნდა გქონდეს სქელი კაცს, რომ სპორტში და საერთოდ საზოგადოების ყურადღების ქვეშ მყოფ პროფესიაში რომ იყო წარმატებული. წარმატებას გისურვებთ!
ლუკა
17:43 29-05-2018
1

სიახლეები პოპულარული