საფრანგეთის ღია პირველობას ოქსანა კალაშნიკოვაც დაემშვიდობა

AutoSharing Option
საფრანგეთის ღია პირველობას ოქსანა კალაშნიკოვაც გამოეთიშა. ქართველი წყვილებში იაპონელ ნაომი ჰიბინოსთან ერთად იყო შეამხანაგებული.

გუშინ ქართულ-იაპონური დუეტი ტურნირის პირველ ნომრებთან ტიმეა ბაბოშთან და კრისტინა მლადენოვიჩთან ორ სეტში 1:6, 3:6 დამარცხდა.

ქართველმა და მისმა მეწყვილემ ერთი ბრეიკი გააკეთეს, თავისი ჩაწოდება კი ხუთჯერ დაკარგეს.

შეგახსენებთ, რომ როლან გაროსზე კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი, ნიკა ბასილაშვილიც ასპარეზობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული