საფრანგეთის ღია პირველობა: რაფაელ ნადალი 1/2-ფინალში გავიდა და კარიერაში მე-11 როლან გაროსს უმიზნებს

AutoSharing Option
რაფაელ ნადალი საფრანგეთის ღია პირველობის 1/2-ფინალში გავიდა. ესპანელმა არგენტინელი დიეგო შვარცმანი ოთხ სეტში 4:6, 6:3, 6:2, 6:2 დაამარცხა.

"გრუნტის მეფემ" 9 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ხუთჯერ დაკარგა. მის ანგარიშზე 1 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა.

ამ გამარჯვებით ნადალი შვარცმანთან ურთიერთდაპირისპირებებში 6:0 დაწინაურდა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის შემდეგ ესპანელმა როლან გაროსზე სეტი პირველად წააგო.

ნადალს როლან გაროსი კარიერაში 10-ჯერ აქვს მოგებული. 1/2-ფინალში მისი მეტოქის ვინაობას კი მარინ ჩილიჩისა და ხუან მარტინ დელ პოტროს დაპირისპირება გაარკვევს, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

არგენტინელი ხორვატს სეტებში 2:1 ამარცხებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული