გორგოძე ლატვიელ დიანა მარცინკევიჩას ეთამაშებოდა და 5:2 ამარცხებდა, რა დროსაც მეტოქემ თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
1/2-ფინალში ჩვენებურის მეტოქე, დიდი ალბათობით, ესტონელი კაია კანეპი იქნება. ის ამჟამად მსოფლიოს 52-ე ჩოგანია, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც მე-15 ადგილზე იმყოფებოდა.