ქართველი ჩოგბურთელებისთვის ბალახის სეზონი ცუდად დაიწყო

AutoSharing Option
ოქსანა კალაშნიკოვამ და ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგბურთში ბალახის სეზონის საჩოგბურთო ტურნირები წარუმატებლად დაიწყეს.

მამაკაცებში საქართველოს პირველი ჩოგანი ჰოლანდიაში, ჰერტიგენბოსხში იმყოფებოდა, სადაც პირველივე წრეში იაპონელ იუიჩი სუგიტასთან ორ სეტში - 3:6, 2:6 წააგო.

სუგიტა ნიკასთვის აშკარად უხერხული მეტოქეა, რადგან ის იაპონელთან ურთიერთდაპირისპირებებში უკვე 0:3 მარცხდება.

ამავე ტურნირზე ქალთა როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში ასპარეზობდა ოქსანა კალაშნიკოვა.

ოქსანა ერთეულებში ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა. ქართველზე ძლიერი ამერიკელი ვიქტორია დიუვალი აღმოჩნდა, რომელმაც კალაშნიკოვას ორ სეტში 6:4, 6:1 სძლია.

რაც შეეხება წყვილებს, ქართველისა და გერმანელი ტატიანა
მარიანას დუეტი კიკი ბერტენსისა და კირსტენ ფლიპკენსის წყვილთან - 6:4, 1:6 და სუპერტაი-ბრეიკზე 6:10  დამარცხდა.

აქვე გეტყვით, რომ ბალახის სეზონში ჩაერთო მარიამ ბოლქვაძეც, რომელიც მანჩესტერის ტურნირის ძირითად ბადეში შესასვლელად დღეს ბრიტანელ ალისია ბარნეტს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული