ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის პირველ წრეში ნაცნობ მეტოქეს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
წლის მესამე დიდი სლემის, უიმბლდონის პირველ წრეში საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ფრანგი ჟილ სიმონი იქნება.

სიმონი ნიკოლოზისთვის ნაცნობი მეტოქეა. აქამდე მისი და ქართველის გზები სამჯერ, დიდი მუზარადის ტურნირებზე კი ორჯერ გადაიკვეთა.

ერთი თვის წინ ფრანგმა ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობაზე დაამარცხა, 2017 წლის როლან გაროსზე კი ჩვენებურმა იმარჯვა.

ერთი მატჩიც 2015 წელს შანხაიში შედგა, რომელიც ჟილის წარმატებით დასრულდა.

სიმონი 33 წლისაა და მსოფლიოში 53-ე ადგილს იკავებს. საუკეთესო მაჩვენებელი კი 2009 წლის 5 იანვარს აქვს დაფიქსირებული, როდესაც მსოფლიოს მე-6 ჩოგანი
იყო.

შეხვედრის დაწყების ზუსტი თარიღი და დრო ჯერჯერობით ცნობილი არ არის. გამარჯვების შემთხვევაში ბასილაშვილი მეორე წრეში ჯეკ სოკსა და მატეო ბერეტინის შორის უკეთესს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული