ერთმანეთს მამაკაცთა პრო ტურში ორი საუკეთესო ჩამწოდებელი - კევინ ანდერსონი და ჯონ ისნერი დაუპირისპირდნენ.
საბოლოოდ, მეტოქეზე უკეთესი სამხრეთმაერიკელი აღმოჩნდა, რომელმაც ამერიკელი 5 სეტში - 7:6, 6:7, 6:7, 6:4, 26:24 დაამარცხა.
ანდერსონის ანგარიშზე 49 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა, ხოლო ისნერის სტატისტიკურ გრაფაში 53 ეისი და 6 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა.
ანდერსონი ბრაიან ბორტონის შემდეგ გახდა პირველი სამხრეთაფრიკელი ჩოგბურთელი, რომელიც უიმბლდონის ფინალში გავიდა.
როგორც გითხარით, შეხვედრა 6:36
აქამდე უიმბლდონის მთავარ კორტზე 5 საათისა და 12 წუთის განმავლობაში რიკარდო პანჩო გონსალესმა და ჩარლი პასარელმა ითამაშეს.
რაც შეეხება უიმბლდონის ყველაზე გრძელ შეხვედრას, მასშიც ჯონ ისნერი მონაწილეობდა.
მისი და ფრანგი ნიკოლა მაჰუტის მატჩი ორი დღე გაგრძელდა და გამარჯვებულის გამოსავლენად ჩოგბურთელებმა კორტზე 11 საათი და 05 წუთი გაატარეს.
მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში მეორე ფინალისტის ვინაობას ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალის შეხვედრას უნდა გაერკვია.
ორგანიზატორებმა ცენტრალური კორტი გადახურეს და განათება ჩართეს, რადგან ანდესონისა და ისნერის შეხვედრა საკმაოდ გვიან დასრულდა.
სერბმა და ესპანელმა, როგორც ყოველთვის მაყურებელს, საკმაოდ სანახაობრივი შეხვედრა შესთავაზეს.
მატჩი 3 სეტის შემდეგ შეწყდა და ამ დროისთვის ჯოკოვიჩი მეტოქეს სეტებში 2:1 ამარცხებს - 6:4, 3:6, 7:6.
შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 16:00 საათზე განახლდება. მისი დასრულების შემდეგ კი კორტზე სერენა უილიამსი და ანჟელიკ კერბერი გამოვლენ, რომლებიც 2018 წლის ქალთა ერთეულთა თანრიგის უიმბლდონის გამარჯვებულს გამოავლენენ.