ნიკოლოზ ბასილაშვილმა პაბლო კარენო ბუსტასაც სძლია და ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირზე მორიგი სენსაცია მოახდინა და 1/2-ფინალში გავიდა.

გერმანიის ღია ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-13 ნომერი, ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა 7:6, 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში ჩილელ ნიკოლას ხარის შეხვდება.

ნახევარფინალში გასვლით მან 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, 59-ე ადგილზე გადაინაცვლა და თუ ხვალ ხარისაც მოუგო, პირველად შევა რეიტინგში 50 საუკეთესოს შორის.

თამაში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

altნიკოლოზ ბასილაშვილი: კორტზე თავს ფიზიკურადაც და მენტალურადაც კარგად ვგრძნობდი

მკითხველის კომენტარები / 6 /
მიდი ნიკოლოზ, მიდი ითამაშე ისე როგორც შენ მოგწონს და გაგიხარდება! ვიცი გაიმარჯვებ და ყველას გაგვახარებ!
aburjga
28 ივლისი 2018 15:25
0
ნიკა! ნიკა!!!
N
28 ივლისი 2018 11:41
0
მიდი რა დადე ერთი ტურნირი
912
28 ივლისი 2018 09:59
0
ყოჩაღ ნიკა,გილოცავ გამარჯვებას ახლაც და მომდევნო შეხვედრებშიც წარმატებას გისურვებ.
სოსო
28 ივლისი 2018 09:54
0
თამაშს ვუყურე!!! ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა ჩაატარა!!! მეორე სეტის მეცხრე გეიმის ბოლო გათამაშება ხომ საოცრება იყო!!! ეს გათამაშება ჰაილაიტებში დარწმუნებული ვარ დიდხნს იქნება!!! ძალიან გამეხარდა!!! ძალიან ძლიერი შემადგენლობა იყო ამ ტურნირხე და ნახევარფინლში მოხვედრა დიდი მიღწევაა!!! წარმატეას და ფინალში გასვლას გისურვებ !!!
დათო
28 ივლისი 2018 09:20
0
ყოჩაღ, წარმატებები!
დდდ
28 ივლისი 2018 01:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული