გერმანიის ღია ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-13 ნომერი, ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა 7:6, 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში ჩილელ ნიკოლას ხარის შეხვდება.
ნახევარფინალში გასვლით მან 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, 59-ე ადგილზე გადაინაცვლა და თუ ხვალ ხარისაც მოუგო, პირველად შევა რეიტინგში 50 საუკეთესოს შორის.
თამაში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი: კორტზე თავს ფიზიკურადაც და მენტალურადაც კარგად ვგრძნობდი